19 აპრილი 2024,   18:56
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - სამართალდამცველებმა „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დაატოვებინეს 

დიდ დიღომში, იქ სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, დიდი რაოდენობით პოლიციის თანამშრომლები. 

ადგილიდან სამართალდამცველებს მოქალაქეები გაჰყავთ. ისინი ხალხს მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

ტერიტორიაზე მუშაობის უფლება არ მისცეს "კურიერის" გადამღებ ჯგუფსაც. მიუხედავად იმისა, რომ გადამღები ჯგუფი დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის კადრების უსაფრთხო ადგილიდან იღებდა, ტერიტორია დაატოვებინეს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს ნუ უშლის და ადგილზე მუშაობის საშუალება მისცეს. 

დღის ამბები