18 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - კომპანია "ყაზტრანსგაზში" მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ 

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლები,  ამბობენ, რომ კომპანია "ყაზტრანსგაზი" კორპუსში არსებული გაზის სუნის გამო, ჯერ კიდევ დღის პირველ ნახევარში გამოიძახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა რეაგირება არ მოახდინეს. 

კომენტარისთვის "რუსთავი2", „ყაზტრანსგაზს" დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში მომხდარზე არ საუბრობენ.  

აფეთქება ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. სრულად დანგრეულია მეექვსე სართულზე მდებარე ბინა, სადაც სავარაუდოდ აფეთქება მოხდა. 

აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული.  არიან დაშავებულებიც, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

აფეთქების ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურის მოძრავი ლაბორატორია შევიდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობას დაიწყებენ.

მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სამედიცინო ბრიგადები, რომლებსაც დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში ყოველ წუთს გადაჰყავთ. 

 

 

 

დღის ამბები