19 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
ძალიან მძიმე ტრაგედია არის ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის - სალომე ზურაბიშვილი დიღომში მომხდარ აფეთქებაზე  

საქართველოს პრეზიდენტმა, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული არასრულწლოვნები მოინახულა. სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა. 

სალომე ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას. ძალიან მძიმე ტრაგედია არის ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, პირველ რიგში, და ქვეყნისთვის საერთოდ. ის ბავშვები, საბედნიეროდ, რომლებიც აქ არიან, არიან შედარებით მსუბუქ მდგომარეობაში და არცერთის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ არის,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აფეთქება დიდ დიღომში 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

პრემიერის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. მამუკა ბახტაძემ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ამავე თემაზე
დღის ამბები