19 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
გამოძიება დაწყებულია და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა - თბილისის მერი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე 

აფეთქება დიდ დიღომში - თბილისის მერი მომხდარ შემთხვევას აფასებს. კახა კალაძე იაშვილის კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული მოზარდები მოინახულა.

თბილისის მერის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კახა კალაძე ასევე პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობს და გამოძიების დასრულებას ელოდება. 

„პასუხისმგებლობას რაც შეეხება, გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა კალაძემ.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

„ყაზტრანსგაზში“ კი განაცხადეს, რომ დეტალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები