25 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
დაზიანებულია პირველიდან მეექვსე სართულამდე მთლიანი კორპუსი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი

„დაზიანებულია პირველიდან მეექვსე სართულამდე მთლიანი კორპუსი,“ - ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ანდრე ქუჯაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დიდ დიღომში აფეთქება 8-სართულიან კორპუსში მოხდა. შემთხვევის შემდეგ სამაშველო ბრიგადებმა 45 ოჯახამდე ევაკუაცია განახორციელეს.

„ამ დროისთვის კიდევ მიმდინარეობს შენობის დათვალიერება და იმ საფრთხეების მოხსნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების დაშავება. ამ დროისთვის ისეთი დიდი არ არის საფრთხე, პატარ-პატარა ნანგრევები და ნამსხვრევებია და მაგის დამუშავება მიმდინარეობს,“ - განაცხადა ქუჯაიძემ.

მისი თქმით, შესაბამისი დასკვნის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ საცხოვრებელ ბინებში დაბრუნებას. ქუჯაიძე ამბობს, რომ გვერდით მდებარე კორპუსიც დაზიანებულია.

ქუჯაიძე განმარტავს, რომ დღესვე შესაძლებელი იქნება დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების ბინებში შეშვება.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები