25 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
ევროკავშირი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების არჩევის დროს პროცედურა უნდა იყოს სანდო და გამჭვირვალე - კარლ ჰარცელი

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ეხმაურება.

კარლ ჰარცელი უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გამჭვირვალობასა და ღიაობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ჰარცელის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები განხილვებში მონაწილეობას იღებენ და მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით რჩევასაც აძლევენ ქართულ მხარეს.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ევროკავშირს კარგად ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და საჭიროდ მიიჩნევს, რომ პროცედურა იყოს სანდო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, რადგან საუბარია უმაღლესი დონის სასამართლოზე. ეს ეხება მთლიანად სისტემის და იმ რეფორმების სანდოობას, რომელიც ამ სფეროში ტარდება. მოხარულები ვართ, რომ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც ჩვენი მუშაობის შედეგად ვითარდება ეს კრიტერიუმები და არჩევის პროცედურა. ვმონაწილეობთ განხილვებში და ვთავაზობთ რჩევებს, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ პროცედურა უკეთესი გახდეს,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები