20 აპრილი 2024,   10:53
ვრცლად
„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლების გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება

ამ დრომდე გრძელდება დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში „ყაზტრანსგაზის“ იმ თანამშრომლების გამოკითხვაც, რომლებიც გუშინ აფეთქებამდე ტრაგედიის ადგილას გამოძახებაზე იმყოფებოდნენ.

მთელი დღის განმავლობაში გამოძიების კითხვებს პასუხობენ ავთანდილის ქუჩის მცხოვრებლებიც.

ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება გამოძიების პროცესში, ამ თემაზე განმარტებებს პოლიცია ჯერ არ აკეთებს.

აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე გუშინ მოხდა, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები