20 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
ბიზნესინტერესები, რომელსაც ხალხი ეწირება - მესამე სექტორი სამშენებლო ნორმების გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობენ

ბიზნესინტერესები, რომლებსაც უსაფრთხოების ნორმები და შედეგად ადამიანების სიცოცხლე ეწირება - ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხალხის სიცოცხლე მეორეხარისხოვნად ბიზნესინტერესების გამო აქცია.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ათობით დაღუპული ადამიანის და დანგრეული კორპუსების შემდეგ ხელისუფლებამ სასწრაფოდ მკაცრი რეგულაციები უნდა აამოქმედოს. 

ხშირად ექსპლუატაციაში მიუღებელ კორპუსებში ადამიანები წლობით ცხოვრობენ. სამოქალაქო მოძრაობის ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ეჭვი აქვს, რომ მერია თვალს ფულის გამო ხუჭავს და კორუფციის ჭაობში ათობით ჩინოვნიკია ჩაფლული.

მსგავსი ტრაგედიები რომ ბიზნესინტერესების შედეგია, ამაზე საპარლამენტო ოპოზიციაც საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვა მეორე ადგილზე იმის გამო არის გადაწეული, რომ ბიზნესგარიგებები ხდება. ოპოზიციას კითხვები აქვს თბილისის მერთან და „ყაზტრანსგაზთან“.

მმართველი უმრავლესობა კი რეგულაციების აუცილებლობაზე დილიდან ალაპარაკდა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ბუნებრივი აირის შეყვანაზე კანონი უნდა გამკაცრდეს.

უმრავლესობა რეგულაციების გამკაცრებას მხოლოდ უსაფრთხოებისა და ბუნებრივი აირის შეყვანის ნაწილში ეთანხმება. რაც შეეხება ექსპლუატაციაში შესვლამდე ბინების მესაკუთრეების შესახლებას, ამაზე მმართველი პარტიის წევრებს გადამჭრელი პასუხი არ აქვთ. 

დღის ამბები