24 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - ადგილობრივებმა სამართალდამცველებს ინფორმაცია მიაწოდეს

აფეთქება დიდ დიღომში - პოლიციის განყოფილებაში ადგილობრივი მცხოვრებლები გამოკითხეს. სამართალდამცველებს აინტერესებდათ დეტალები, თუ რა უძღოდა ძლიერ აფეთქებას წინ. 

მცხოვრებლები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. მათი თქმით, აფეთქებამდე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისვლის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ საეჭვო არაფერი იყო. 

ადგილობრივების განმარტებით, ყველას უსაფრთხოების მიზნით ბუნებრივი აირის დეტექტორი დამონტაჟებული ჰქონდა. 

აფეთქება ავთანდილის ქუჩაზე გუშინ მოხდა, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები