20 აპრილი 2024,   02:35
ვრცლად
ნივთები, რომელიც ტრაგედიას ჰყვება - "კურიერის" ჯგუფი იმ ბინაში შევიდა, სადაც აფეთქებამ 3 ადამიანი ადგილზე იმსხვერპლა

სპეციალური რეპორტაჟი ბინიდან, სადაც ძლიერმა აფეთქებამ ადგილზე სამი ადამიანი იმსხვერპლა, მეოთხეს, 3 წლის ნიკას კი გული რეანიმაციაში გაუჩერდა -„კურიერის“ გადამღები ჯგუფი იმ კორპუსში ავიდა, სადაც გუშინ ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დანგრეულია კედლები. 

დღეს „კურიერმა“ დამოუკიდებლად გაარკვია, ის რაც გამომძიებლებმა დაადგინეს. ბუნებრივი აირის არა ფირანიშვილების ბინაში, არამედ მეზობლად მდებარე ერთ ოთახიანში დაგროვდა. ამ სახლში არავინ ცხოვრობდა და უცნობია, რამდენია ხნის განმავლობაში ხდებოდა გაზის კონცენტრაცია დახურულ სივრცეში.

მოულოდნელი აფეთქების ტალღამ კი ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის ოჯახის სამი წევრი და სადარბაზოში შემთხვევით მისული ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. ბინაში განადგურებულია ყველაფერი, ჩამონგრეულია კედლები.

საცხოვრებელ კორპუსში ამ დრომდე ექსპერტები მუშაობენ. 

დღის ამბები