25 აპრილი 2024,   09:02
ვრცლად
ორშაბათს სასწავლო პროცესი განახლდება

წითელას ეპიდემიის აფეთქების მიუხედავად, სწავლის პროცესი აღარ გადაიდება და 21 იანვარს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს ინტენსიურად დააკვირდებიან და მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროსთანაც. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება გართულდა სამინისტრომ, სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება შესაძლოა, კვლავ მიიღოს. 

„ორშაბათს სასწავლო პროცესი დაიწყება, მაგრამ ჩვენ ყოველ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართული სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან. თუ რაღაც ჩარევა დასჭირდა, ან რაღაც საფრთხე გაჩნდა, წამიერად მზად ვართ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღოთ,“ - აცხადებს ბატიაშვილი.

დღის ამბები