20 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - ქართულ-ამერიკული სკოლის მასწავლებლები დაზარალებულების დასახმარებლად ერთიანდებიან

4 წლის გოგონას დედის, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი ნათია ციცვიძის კოლეგები დაზარალებულების დასახმარებლად ერთიანდებიან. 

ისინი ქართულ-ამერიკულ სკოლაში შეიკრიბნენ, სადაც ციცვიძე ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.

მასწავლებლები საქველმოქმედო ფონდის ჩამოყალიბებას და გარდაცვლილის ოჯახის და სხვა დაზარალებულების დახმარებას გეგმავენ.

ნათია ციცვიძის შვილების დასახმარებლად ერთიანდებიან სკოლის მშობლებიც.

შეგახსენებთ, ტრაგედიას 36 წლის სამი შვილის დედა, მისი მცირეწლოვანი ვაჟი და და ემსხვერპლა.

ამავე თემაზე
დღის ამბები