16 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
გერმანელები ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებენ

გერმანელი პოლიტიკოსები, სპორტსმენები და საზოგადო მოღვაწეები ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენისკენ მოუწოდებენ. წერილი, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა "Times"- მა  გამოაქვეყნა, 31 ცნობილი გერმანელი აწერს ხელს. ავტორების თანახმად, ისინი ბრიტანელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ და იმ შემთხვევაშიც, თუ ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს, მათ ყოველთვის უნდა ჰქონდეთ გერმანელი მეგობრების იმედი.

" ყველა ბრიტანელმა უნდა იცოდეს, რომ მთელი გულით გვსურს მათი ევროკავშირში დარჩენა"- ნათქვამია წერილში. 31 ხელმომწერს შორის  გერმანიის მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე ანეგრეტ კრამპ-კარენ-ბაუერი, არსენალის ყოფილი მეკარე იენს ლემანი და კორპორაცია "ეარბასის" ხელმძღვანელი ტომას ენდერსი არიან .

გეგმის თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს.

დღის ამბები