19 აპრილი 2024,   10:35
ვრცლად
იტალიის ყოფილი პრემიერი სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში ბრუნდება

სილვიო ბერლუსკონი პოლიტიკაში ბრუნდება. არაერთ სკანდალში გახვეული იტალიის ყოფილი პრემიერი ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

82 წლის ბერლუსკონიმ უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია და მხარდამჭერებთან პირველი შეხვედრა სარდინიის ერთ-ერთ ქალაქში გამართა. ევროპარლამენტარის მანდატის მოპოვებას ის კვლავ თავისი პარტიის ”ფორცა იტალიის” სახელით შეეცდება.

სილვიო ბერლუსკონი 2013 წელს ფინანსურ მაქინაციაში დამნაშავედ ცნეს. ამის გამო ის პარლამენტიდანაც გარიცხეს და პოლიტიკური მოღვაწეობაც აუკრძალეს, თუმცა შარშან მაისში ეს აკრძალვა მოეხსნა.

დღის ამბები