20 აპრილი 2024,   01:03
ვრცლად
"პოლიტიკური სპეკულაციის თემა" - ბახტაძე TBC ბანკის საქმეზე

პრემიერი TBC ბანკის საქმეს პოლიტიკური სპეკულაციების თემას უწოდებს. მამუკა ბახტაძე მამუკა ხაზარაძეს TBC ბანკისგან დამოუკიდებლად ბანკის აქციონერად მოიხსენიებს და ამბობს, რომ თუ არსებობს კითხვები, მას პასუხი უნდა გაეცეს.

"სამწუხაროდ, მე აქ უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, მით უმეტეს, როგორც ვხვდები, ეს არ ეხება ფინანსურ ორგანიზაციას და ის ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაც არ მიმაჩნია პრობლემად”, – აცხადებს ბახტაძე.

შეგახსენებთ, TBC ბანკიდან პროკურატურამ გამოძების ფარგლებში დოკუმენტაცია ორი კვირის წინ ამოიღო. უწყების განმარტებით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” TBC ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი მიიღო.

პროკურატურის მტკიცებით, ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ორივე კომპანიას ჩამოაწერა.

TBC ბანკმა გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა, როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

დღის ამბები