19 აპრილი 2024,   08:17
ვრცლად
დედაქალაქის მერის გაქანება - კალაძის არაეთიკურმა გამონათქვამმა ოპოზიცია გააერთიანა, მერის ცინიზმში პრობლემას ვერ ხედავენ "ოცნებაში"

თბილისის მერის უხამსი იუმორის - კახა კალაძის უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანა მამუკა ბახტაძემ სცადა და მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე კალაძის შეურაცხმყოფელი განცხადება მერის იუმორს დაუკავშირა.

კახი კალაძის პოლიტიკურ ცინიზმს დღეს სამი ადრესატი ჰყავდა - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და შალვა ნათელაშვილი, თუმცა მერის არაეთიკურმა გამონათქვამმა მთელი ოპოზიცია გააერთიანა.

დიღომში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს მერის მსგავსი განცხადებების მოსმენა კრიტიკას მიჩვეულ ოპოზიციასაც კი გაუკვირდა.

კახი კალაძის განცხადების ახსნა, მისი მძიმე ემოციური ფონით სცადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა. თბილისი მერის კომენტარი არც დეპუტატებისთვის იყო მარტივი მოსასმენი თუმცა, ამბობენ, რომ კალაძე მდგომარეობიდან ოპოზიციის ბრალდებებმა გამოიყვანა.

პოლიტიკოსებს შორის, ვინც დღეს კალაძემ მთაწმინდის ანძაზე გადაამისამართა, ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილი იყო. მერის რეპლიკასთან დაკავშირებით „ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობს, რომ დაჯერება გაუჭირდა და ვიდეოფრაგმენტი რამდენჯერმე გადაახვია.

კახი კალაძის შეურაცხმყოფელი ეპითეტის ადრესატი რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გახდა.

თბილისის მერისგან პოლიტიკური დებატების წესების დარღვევა უკვე ჩვეულებად ექცა. ის ხშირად თავს ესხმის "რუსთავი 2"-ს. კალაძე ლიდერია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლის განცხადებები სოციალურ ქსელში განხილვის მთავარი თემა ხდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები