25 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
არასწორად დაერთებული მილები - სახლი, რომელშიც გაზი არ იყო ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქდა

უბედური შემთხვევა სოფელ დიღომში - პირველ დეკემბერს სოფელში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად  აფეთქება მოხდა, თუმცა სახლი გაზიფიცირებული არ იყო.

ოჯახის წევრები და მუშები, რომლებიც, მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეზობლები და პოლიციაც დიდხანს არკვევდნენ რა მოხდა სინამდვილეში.

საბოლოოდ გაირკვა, რომ აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე წყალმომარაგების თანამშრომლებმა დაზიანებული მილების შეკეთებისას შეცდომა დაუშვეს.

ამ დასკვნის მიუხედავად პოლიციას ჯერ არ დაუკითხავს კომპანიის არცერთი თანამშრომელი. დაზარალებულები დარწმუნებული არიან, რომ “GWP”-ს წინააღმდეგ გამოძიებას დაცვის სამსახურის უფროსი, პოლიციის ყოფილი მაღლჩინოსანი აფერხებს.

წყალმომარაგების უმსხვილეს კომპანიაში უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციიის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი იკავებს. თითქმის 3 წლიანი მუშაობის შემდეგ, დავით ნატრიაშვილი შს მაღალჩინოსნის პოსტიდან გასული წლის აპრილში გათავისუფლდა. უწყებაში მის გავლენებს უკავშირებს საქმის ძიების გაჭიანურებას უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილი.

„GWP”-ში ამბობენ, რომ მათთვის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებებით მომხდართან დაკავშირებით GWP-ს ბრალეულობა არ დასტურდება. შს სამინისტროში კი განმარტავენ, რომ გამოძიებას მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აქტიურად აწარმოებენ, თუმცა, ძიების დაწყებიდან თვენახევრის შემდეგ, გამოძიებას ბრალდებების მთავარი ადრესატები ჯერ გამოკითხული არ ჰყავს.

დღის ამბები