23 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - გარდაცვლილებს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ

დიდი დიღმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენებენ. ტაძრის წინამძღვარი დღეს მათი სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდის.

ადგილზე გარდაცვლილების ახლობლები უკვე იკრიბებიან. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.

დიდ დიღომში აფეთქება სამი დღის წინ მოხდა. შემთხვევის დროს 8 ადამიანი დაშავდა, 4 კი გარდაიცავალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავა.

დღის ამბები