18 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
ხვალ ღამით მთვარის სრული დაბნელებაა

ხვალ ღამით მთვარის სრული დაბნელებაა. ე.წ. სუპერ სისხლიან მთვარეზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლებს შეეძლებათ.

მთვარის სრული დაბნელება ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, მთლიანად პორცესს კი 3.5 საათი დასჭირდება.

როდესაც დედამიწა მთვარესა და მზეს შორის ექცევა, მთვარის ნათება ძალიან სუსტდება, სრული დაბნელების დროს კი პლანეტის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი წითელ ელფერს იღებს, რის გამოც მას "სისხლიანსაც" უწოდებენ.

მთვარის მომდევნო დაბნელება, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 2025 წლის 7 სექტემბერს იქნება. 

დღის ამბები