19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
"გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება რუსულ მხარესთან ახლ შეთანხმებაზე მუშაობს - გიორგი ქობულია

გაზპრომთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება რუსულ მხარესთან ახლ შეთანხმებაზე მუშაობს.

განცხადება ამის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.

გიორგი ქობულია ამბობს, რომ ხელშეკრულების დეტალები და პირობები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

„ვიმყოფებით მოლაპარაკების პერიოდში და სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს, წინა კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით მოქმედებას აგრძელებს. ჩვენ ამ კონტრაქტის საგრძნობ გაუმჯობესებებზე ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში დამთავრდება ჩვენი მოლაპარაკებები და რაც არ იქნება კონფიდენციალური, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე ყველას მოგახსენებთ,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კონტრაქტს, რომლის საფუძველზეც სომხეთს საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი მიეწოდება, მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ გაზპრომთან საქართველოსთვის წამგებიანი პირობებით ხელშეკრულება 2017 წლის დასაწყისში გაფორმდა, როდესაც საქართველო დასთანხმდა მოსკოვის მოთხოვნას და უარი თქვა, ქვეყანას სომხეთში გატარებული აირის 10% მიეღო.

მთავრობის ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ გაზპრომი საქართველოს ისევ კაბალურ პირობებზე ევაჭრება.

ამავე თემაზე
დღის ამბები