კრისტიან დიორის უჩვეულო დეფილე - ბრენდმა ახალი კოლექცია მამაკაცებისთვის პარიზში წარადგინა, თუმცა, ჩვენების დროს მოდელები, პოდიუმის ნაცვლად, გიგანტური კონვეიერის ზოლზე მოძრაობდნენ.
კოსტიუმების უმეტესობა დიზაინერმა კიმ ჯონსმა პრინტებით გააფორმა, ძირითად ქსოვილებად კი მუქი ფერის ატლასი, ქაშმირი და ტყავი გამოიყენა. ახალი კოლექციაში დომინირებდა სხვადასხვა სტილის ჩანთებიც.
დეფილეს შოუბიზნესის ვარსკვლავებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, მსახიობი რობერტ პატინსონი და მომღერალი ლილი ალენი.