24 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების საფუძველზე დატოვოს - ანგელა მერკელი

გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების საფუძველზე დატოვოს.

ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ქალაქ როსტოკში კონსერვატიული პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. 

მისი თქმით, ის უკანასკნელ დღემდე იმუშავებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მოძებნონ და ბრექსითის პროცესი მოწესრიგებულად წარიმართოს, რადგან ე.წ. გაყრის ფორმაზე, ანგელა მერკელის შეფასებით, პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ.

გერმანიის კანცლერის აზრით, ოფიციალური ლონდონი ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგაც ევროპის მჭიდრო პარტნიორად უნდა დარჩეს. 

დღის ამბები