24 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილებისთვის პანაშვიდს ილია მეორე ქაშუეთის ეკლესიაში გადაიხდის

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილები ქაშუეთის ეკლესიაში გადაასვენეს. ტაძარში მოგვიანებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

ადგილზე შეკრებილი არიან გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები.

ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. გარდაცვლილებს ხვალ დაკრძალავენ.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, სამი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში ყაზტრანსგაზის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება. 

დღის ამბები