საპროტესტო ტალღის მეათე რაუნდი - მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტები კვლავ საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში გავიდნენ.
დემონსტრანტები პარიზში, ინვალიდების სასახლესთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი ანტისამთავრობო შეძახილებით დედაქალაქის ცენტრალურ რაიონებში მსვლელობა დაიწყეს.
მომიტინგეები გეგმავენ, რომ არეულობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილითაც მიაგონ პატივი.
აქციასთან დაკავშირებით პარიზში გადაკეტილია ელისეს მინდვრები, რამდენიმე მოედანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია.
წესრიგის უზრუნველსაყოფად დედაქალაქის ქუჩებში 5 ათასი სამართალდამცველია მობილიზებული.