ანსამბლი სახიობა სოლო კონცერტისთვის ემზადება. კონსერვატორიის დიდ სცენაზე 23 იანვარს მუსიკოსები რიგით მეცხრე კონცერტს გამართავენ.
პირველ განყოფილებაში ქართული ხალხური სიმღერები შესრულდება, ხოლო საღამოს მეორე ნაწილი ძირითადად ეთნო ჯაზს დაეთმობა.
კონცერტის შემდეგ სახიობას ახალი ალბომის პრეზენტაციაც იგეგმება.