20 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
ფარული ჩანაწერი, რომელმაც პრემიერი კვირიკაშვილი გადაიყოლა და საბედისწერო სიტყვა "ოლიგარქი" - "კურიერის" ექსკლუზივი  

ფარული ჩანაწერები, რომელმაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პოსტი შეიწირა - ამბავი, რომლის გამოც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს, დაუპირისპირა და გიორგი კვირიკაშვილს გადადგომა აიძულა, ფარულ ჩანაწერს უკავშირდება.

წყარო კურიერს უყვება, რომ პარტია ქართულ ოცნების ლიდერს სპეცსამსახურებმა გიორგი კვირიკაშვილის და მამუკა ხაზარაძის შეხვედრის ჩანაწერი მიუტანეს. შინაარსი ივანიშვილისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

პრესა.ჯი-ს დამფუძნებელი კურიერს უყვება იმ აუდიო ფაილის შესახებ, რომელმაც 2018 წლის ზაფხულში ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.

სიტყვა ოლიგარქის მოსმენამ ბიძინა ივანიშვილი გააბრაზა. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს გაუჩნდა განცდა, რომ მას შიდა გადატრიალებას უწყობდნენ. ამას დაემატა კიდევ ერთ ამბავი - ივანიშვილთან მისი გუნდის წევრები მივიდნენ და უთხრეს, რომ კვირიკაშვილი უცხოეთში შეხვედრებზე არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ღიად ლაპარაკობს.

ის, რომ შიდა ხავერდოვან რევოლუციას უმზადებდნენ და მმართველობიდან ჩამოცილება იგეგმებოდა, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისთანავე თქვა. პირველი ინტერვიუში მან მიანიშნა, რომ, თუ მართვის სადავეებს ოფიციალურად სასწრაფოდ არ დაიბრუნებდა, იყო რისკი, რომ პარტიაზეც და ხელისუფლებაზეც გავლენები საბოლოოდ დაეკარგა.

თინა ხიდაშელი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის გუნდში რამდენიმე წელი გაატარა, ოლიგარქის თამაშის წესებს კარგად იცნობს, ამიტომ არ უჭირს ახსნას, რატომ დაუპირისპირდა ივანიშვილი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკირს, მამუკა ხაზარაძეს. 

ის ამბობს, რომ მიზეზი ფულია. 2020 წლის არჩევნების წინ ივანიშვილს ხაზარაძის ფულის ეშინია. თუ ხაზარაძე ოპოზიციას დააფინანსებს, მაშინ ივანიშვილის გუნდი არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული.

კურიერს სანდრო წყარო ქართული ოცნებიდან უყვება, რომ მამუკა ხაზარაძე გიორგი კვირიკაშვილზე ფსონს ნამდვილად დებდა. წლების განმავლობაში ბანკირი ამერიკაში ქირაობდა ლობისტებს, რომლებიც ამერიკის მთავრობას არწმუნებდნენ, რომ კვირიკაშვილი სანდო და პროდასავლური ლიდერი იყო, რომელზეც დაყრდნობა შეიძლებოდა. ამ სვლით ხაზარაძე კვირიკაშვილისთვის ყიდულობდა იმუნიტეტს, რომ მისი გადაყენება არც ისე ადვილი ყოფილიყო და უმზადებდა პოლიტიკურ ნიადაგს დამოუკიდებელი თამაშისათვის.

ხაზარაძე-კვირიკაშვილის საიდუმლო შეთქმულების განცდა ივანიშვილს ანაკლიის პროექტმაც გაუძლიერა, როდესაც პრემიერად მუშაობის დროს კვირიკაშვილმა მამუკა ხაზარაძეს ქვეყნის მთავარი პროექტი ჩააბარა. 

სპეცოპერაცია ერთდროულად კვირიკაშვილის და ხაზარაძის წინააღდეგ 2018 წლის მაისში დაიწყო. ჯერ კვირიკაშვილს გადაგომა აიძულეს, შემდეგ კი მამუკა ხაზარაძის ბანკში შემოწმებაზე ფინანსური მონიტორინგის სამსახური შევიდა. 

ხაზარაძე პირველია და არა ბოლო, ვინც ივანიშვილის სამიზნე გახდა. TBC ბანკის საქმეს ისევ პროკურატურა იძიებს.

დააკავებენ თუ არა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ბანკირს, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ არის. თაროზე შემოდებული საქმით ივანიშვილმა ხაზარაძე გაანეიტრალა. მამუკა ხაზარაძემ კი, მძიმე ბრალდებებზე პასუხის ნაცვლად, გაჩუმება არჩია.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები