25 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, ხოლო პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა.

აღნიშნულ ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.

ხოჯევანიშვილი დღემდე შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. ხოლო სუს-ის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე გრიგოლ ლილუაშვილი 2016 წლის მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. საპარლამენტო არჩევნებამდე მას თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტი ეკავა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. 2017 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო,“ - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიას კანდიდატურა პრემიერის თანამდებობაზე განიხილება. სწორედ ამის გამო, ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრს გავლენა გაუფართოვა და სუს-ის უფროსის მოადგილეს მისი მარჯვენა ხელი დანიშნა.

მანამდე კი გახარიას კადრებით დააკომპლექტეს რეგიონებში გუბერნატორები. შემდეგ სავარაუდოდ უკვე თავდაცვის სამინისტრო იქნება, სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკადრო ცვლილებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

დღის ამბები