19 აპრილი 2024,   07:11
ვრცლად
საფრანგეთის ალპებში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთის ალპებში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. კურშეველის სამთო სათხილამურო კურორტზე სამსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაიწვა, სადაც ძირითადად კურორტზე დასაქმებული პერსონალი ცხოვრობს, მათ შორის უცხოელებიც.

წინასწარი ინფორმაციით, ალმოდებულ შენობაში ევაკუაცია შეუფერხებლად დაიწყო, თუმცა ყველას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ნანგრევებში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. მათი ამოცნობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

მაშველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი. ოთხის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. კურშეველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ კურორტად მიიჩნევა, სადაც ძირითადად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ისვენებენ. 

დღის ამბები