23 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
"ეს ადამიანები კალაძის საოჯახო ბიზნესს შეეწირნენ" - ნათელაშვილი დიდი დიღმის ტრაგედიაზე საუბრობს

„სანამ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და ბიზნესი იქნება ერთი და იგივე ჯგუფების ხელში, ადამიანის სიცოცხლე იქნება სტატისტიკა,“ - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი დიდ დიღომში დატრიალებულ ტრაგედიას. შალვა ნათელაშვილმა აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი ქაშვეთის ეკლესიაში მიაგო. 

გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და და ქაშვეთის ეკლესიაში იყვნენ დასვენებულები, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. გარდაცვლილები ცოტა ხნის წინ დაკრძალეს. 

შალვა ნათელაშვილი მომხდარ ტრაგედიაში თბილისის მერის, კახა კალაძის საოჯახო ბიზნესის ინტერესებზე საუბრობს. 

„ეს ადამიანები შეეწირნენ ქალაქის მერის, კახი კალაძის საოჯახო ბიზნესს. თბილგაზი მათია, ორიენტაცია აღებული აქვთ გადასახადების ამოგლეჯვაზე ხალხისგან, უსაფრთხოება და სიცოცხლე მათთვის მეათე ხარისხოვანია და არავითარ ხარჯებს და პოლიტიკას ამ მიმართულებით არ აწარმოებენ. შედეგიც სახეზეა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები