პატრიარქი კიდევ 630 ბავშვის ნათლია გახდება. ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო რიგით 57-ე ნათლობა მიმდინარეობს.
პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ ტაძარში ილია II მივა და ნათლულებს დალოცავს.
პატრიარქს ამჟამად 37 ათას 300-ზე მეტი ნათლული ჰყავს.