23 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
"აბსურდული თანხაა, რომ 3-ოთახიანი ვიშოვოთ" - აფეთქების შედეგად დაზარალებულების თქმით, მერიამ ქირით გაყვანა შესთავაზა

დიდ დიღომში კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული მოსახლეობა დროებით სასტუმროებში რჩება. 36 ოჯახი დედაქალაქის მერიამ 5 სასტუმროში, დიღომსა და თემქაზე გადაანაწილა.

ავთანდილის 8 ნომერში მცხოვრებლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ისინი ექსპერტიზის დასკვნას და საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას ელოდებიან. მოსახლეობის თქმით, მერიამ მათ ქირით გადასვლა შესთავაზა.  

„პანიკაში ჩავვარდით, როგორც ყველა და გამოვიქეცით უკანა ეზოდან. მცირეწლოვანი ბავშვები ვისაც გვყავს, დაგვპირდნენ, რომ 600 ლარის ფარგლებში ბინის ქირის გადახდას,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებულები.

დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიამ მათ 600 ლარის ფარგლებში ქირით გაყვანა შესთავაზა, თუმცა ამბობენ, რომ ამ თანხით 5-სულიანი ოჯახისთვის ბინის ქირაობა რთული იქნება. 

„ბავშვი გვყავს პატარა. ბატონი კახი იყო აქ მოსული, შეგვპირდა, რომ, პირველ რიგში, ჩვენ დაგვაკმაყოფილებდა ბინით, მაგრამ ჯერ არაფერი ჩანს, რაზეც ძალიან ვნერვიულობთ. გუშინ ვიყავით შეკრებილები და გვითხრეს, რომ ჩვენ უნდა ვიშოვოთ ბინები 600 ლარის ფარგლებში, რითაც ვერ ვშოულობ. იმიტომ, რომ ხუთნი ვართ ოჯახში და მეექვსეა პატარა ბავშვი. აბსურდული თანხაა, რომ ვიშოვოთ 3 ოთახიანი. აქ არ არის ისეთი პირობები, ბავშვს ვერ ვბან უკვე მეხუთე დღეა. ძალიან გთხოვთ კახი, მე თქვენი იმედი მაქვს, დამეხმაროთ და თქვენ მიშოვოთ ბინა,“ - ამბობს კიდევ ერთი დაზარალებული, ლიანა ჯანგულაშვილი. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები