23 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
"შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები" - კონფერენცია სტრატეგიული ანალიზის ცენტრში

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში კონფერენცია სახელწოდებით "შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები" გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, ჰიბრიდულ ომსა და სამ სახელმწიფოს შორის თავდაცვით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

კონფერენციას ექსპერტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„გვაქვს ბევრი საინტერესო საკითხი, რომელზეც ცალმხრივი თანამშრომლობა შეგვიძლია, დავიწყოთ. ეს ეხება უსაფრთხოებას, ეს ეხება ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას და, რა თქმა უნდა, ეს ეხება საზოგადოების დაახლოებას ერთმანეთთან. იწყება ეს წმინდა არასამთვრობო დონეზე და ვნახოთ, მერე შეიძლება მოხდეს ისე, რომ ეს გადაიზარდოს სახელმწიფოთა შორის პროექტში,“ - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე.

 

დღის ამბები