20 აპრილი 2024,   10:00
ვრცლად
„დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება“ - აკაკი ზოიძე

„დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება, ნახავენ ამას ჩვენი მოქალაქეები,“ - ეს განცხადება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

აკაკი ზოიძის თქმით, იგეგმება ბევრი ახალი, ახალგაზრდა კადრის მოიძიება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში.

გავრცელებული ცნობით, გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშნა იგეგმება. პრესა აქტიურად წერს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერად დანიშვნაზე უკვე მიღებული აქვს.

„ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, თუმცა ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება, ნახავენ ამას ჩვენი მოქალაქეები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა კადრის მოზიდვა მოხდება როგორც ადგილზე, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე სამომავლოდ ჩვენი გუნდის გაძლიერებისათვის, როგორც შემდეგი არჩევნების პირობებში, ასევე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება უკვე ამ წელიწადს, რაც ეხება ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. მიხეილ ცაგარელის პროგნოზებსაც გავეცნოთ და "კვირის პალიტრაც" გადავიდა მაგ კატეგორიაში და, ალბათ, საინტერესო იქნება ბატონი მიხეილი რას ამბობს. თუ ამ დონეზე დავედით, ალბათ, ესე იქნება და მოსაზრებებს ვერავის ვერ დაუშლი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ. 

დღის ამბები