24 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
თავდასხმა ევროპის ჩემპიონზე - მოჭიდავეები გეგა გეგეშიძის გადადგომას ითხოვენ

„შაბათის კურიერში“ სკანდალური კადრების გასვლის შემდეგ სპორტის სასახლეში მომხდარი ჩხუბის საქმეზე პოლიციაში დაკითხვების სერია დაწყო. უკვე მეორე დღეა, ვაკე -საბურთალოს სამმართველოში გამომძიებლები თვითმხილველებისგან დეტალურად ისმენენ თუ როგორ დაესხა თავს ბლაგვი საგნით ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ევროპის ქართველ ჩემპიონს. სპორტული სამყარო გეგა გეგეშიძის გადადგომას და დასჯას მოითხოვს.

ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის კურიერის" ეთერში გავიდა, კარგად ჩანს რკინის ჯაჭვი, რომელსაც გეგა გეგეშიძე სპორტსმენს სახეში ურტყამს. სწორედ ამიტომ, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ გეგა გეგეშიძე ამ დაპირისპირებისთვის წინასწარ მომზადებული იყო. 

პოლიციამ გოჩა ჩორგოლიანიც დაკითხა. მან ჩვენება მოწმის სტატუსით მისცა, თუმცა ერთი წლის წინ ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თავდასხმის მსხვერპლი თავადაც გახდა. მაშინ დანაშაული ჩაფარცხეს და კამერის ჩანაწერები წაშალეს. ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი ამბობს,, რომ გეგეშიძესა და მის გუნდს მფარველობენ, რის გამოც მოჭიდავეების შეურაცხყოფა ტრადიციად იქცა.

ჯერჯერობით პოლიციისთვის ჩვენება არ მიუციათ ჩხუბის მთავარ მონაწილეებს. ისინი დაპირისპირების დეტალებზე მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით ილაპარაკებენ.

დღის ამბები