24 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო სისტემის შეცვლა - 11 ოპოზიციური პარტიის სამოქმედო გეგმა

საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნა - გაერთიანებული ოპოზიცია ახალი ფრონტის გახსნას იანვრის ბოლოდან გეგმავს. ეს გადაწყვეტილება ორდღიანი კონსულტაციების შემდეგ, 11 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ მიიღო.

ოპოზიციის აზრით, ვადამდელი არჩევნები და ამ არჩევნების ახალი წესებით ჩატარება არის ერთადერთი გამოსავალი ქვეყნაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან.

პოლიტიკურ კრიზისთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხად ხელისუფლების ოპონენტები სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას ასახელებენ. ოპოზიცია ხელისუფლებისგან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნას ითხოვს, რომელიც, მათი აზრით, სასამართლოს დისკრედიტირებული მოსამართლეებისგან გაწმენდს.

გაერთიანებული ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს რიგგარეშე შუალედურ არჩევნებშიც. 

დღის ამბები