19 აპრილი 2024,   19:16
ვრცლად
შეხვედრა ემიგრანტებთან - სააკაშვილი ნიუ იორკში მცხოვრები ქართველების კითხვებს პასუხობდა

საქართველო მესამე პრეზიდენტი ნიუ იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. ემიგრანტებთან შეხვედრა ორგანიზაციის ”ერთად სახლშის" ინიციატივით მოეწყო.

მიხეილ სააკაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც იძულებულები გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ და ემიგრაციაში წასულიყვნენ. მესამე პრეზიდენტის თქმით, წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იძულებულია, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში ცალმხრივი ბილეთი იყიდოს და ოჯახი უცხოეთიდან არჩინოს.

ემიგრანტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩევლების, მათ შორის ათასობით ემიგრანტის ხმა მოიპარა.

რამდენიმესაათიანი შეხვედრის დიდი ნაწილი ემიგრანტების კითხვებზე პასუხების გაცემას დაეთმო. მშობლები, რომლებიც შვილებს სკაიპით იცნობენ, ამბობდნენ, რომ საქართველოში დაბრუნება მათი ოცნებაა, თუმცა მძიმე სოციალური ფონი და სამუშაო ადგილები მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

შეხვედრას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან წასული ადამიანებიც ესწრებოდნენ. აგვისტოს ომის თვითმხილველები ამბობენ, რომ რუსულ ოკუპაციას გადარჩენილი სოფლები ახლა იცლება. 

დღის ამბები