20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ვარკეთილში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა

კიდევ ერთ ტრაგედია, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ დატრიალდა - გაუმართავმა გაზგაყვანილობამ თბილისში კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ბინის მეპატრონე, 70 წლამდე მამაკაცია, ხოლო მეორე მისი მეზობელი. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა ვარკეთილში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. გავრცელებული ცნობით, გაზის გაჟონვა გამათბობელმა გამოიწვია. 

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, გარდაცვლილები, დაახლოებით, 70 წლის მამაკაცები არიან. 

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის სუნი კორპუსში გუშინ იგრძნობოდა.

საცხოვრებელ კორპუსთან ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. 

 

 

 

 

დღის ამბები