საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი თავსხმის ფაქტზე, დაკითხვების პროცედურა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეს და ევროპის ჩემპიონ, ზურაბ დათუნაშვილს სასამართლოში ელოდებიან. მათი დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით განხორციელდება.
როგორც ცნობილია კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა თავად მოითხოვეს ასეთი სახის დაკითხვა. ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დეტალურად მისცეს ჩვენება გამომძიებლებს მოსამართლის თანდასწრებით. უცნობია რა შინაარსის ჩვენებას მისცემს თავად გეგა გეგეშიძე, რომელიც კონფლიქტის მთავარი ფიგურანტია.
ვიდეომასალაში, რომელიც "შაბათის კურიერმა" გაავრცელა ჩანს, როგორ უსწორდება ის ფიზიკურად ევროპის ჩემპიონს.
ფიზიკური ანგარიშსწორების საქმით გამოძიება, „შაბათის კურიერში“ გასული სიუჟეტის შემდეგ დაინტერესდა.
ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეა პოლიციაში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს ვინც ამ ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.