24 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი იმყოფება

ბათუმის პორტში მეორე დღეა, რაც აშშ-ის სამხედრო ხომალდი Donald Cook (DDG 75) იმყოფება.

ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში. ის შავ ზღვაში უსაფრთხოების თანამშრომლობის საჩვენებელ ქმედებებში ღებულობს მონაწილეობას.

დღეს ხომალდზე ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. გაიმართა ოფიციალური მიღება.

მინისტრმა და ელჩმა  ამერიკა საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ  გაუსვეს. ასევე, ყურადღება ქვეყანაში მომდინარე მოვლენებზეც გაამახვილეს.

„ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ხომალდის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ არის დასტური იმ მტკიცე სტრატეგიული თანამშრომლობისა, რომელიც ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან გვაქვს და ეს თანამშრომლობა და ასეთი საპორტო ვიზიტები უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონში და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოებას, სტაბილურობას,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

დღის ამბები