26 აპრილი 2024,   01:19
ვრცლად
შეხვედრა დავოსში - პრემიერმა ილჰამ ალიევთან ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობები განიხილა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მამუკა ბახტაძე ილჰამ ალიევს შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მნიშვნელობაზე.  

დღის ამბები