20 აპრილი 2024,   08:26
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები, მედია, ადამიანის უფლებები - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა  

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, არაფორმალური შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრას ესწრებოდა ყველა ის დეპუტატი, რომელმაც საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამართულ გუშინდელ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ საუბრის მთავარი თემები ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, მედიასთან დაკავშირებული საკითხები იყო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დახურულ შეხვედრაზე არჩევნები და გამოვლენილი დარღვევები გახდა.

პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს არაფორმალურ სადილზე შეხვდა.

ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, რებეკა ჰარმსმა, განაცხადა, რომ არჩევნების წინ ვალების ჩამოწერის საკითხი შეშფოთებას იწვევს.

„ძირითადად განვიხილავთ, როგორ მიმდინარეობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესი, რა პროგრესია მიღწეული. ასევე ის კრიტიკული განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტის წევრთა მხრიდან გაკეთდა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მთავარ შეშფოთებას იწვევს ერთი საკითხი - ეს არის ვალების ჩამოწერის მნიშვნელობა. ჩემმა კოლეგებმა, რომლებიც იმყოფებოდენ საქართველოში არჩევნების მონიტორინგისთვის, ეს დაინახეს, როგორც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენი ერთ-ერთი ნეგატიური მხარე. ეს რთული საკითხია განსახილველად, მაგრამ საჭირო. ეს არ უნდა გახდეს ტვირთი საქართველოსა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობებისთვის,” - განაცხადა რებეკა ჰარმსმა. 

დღის ამბები