24 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
ბათუმის სამხედრო ნაწილში დაჭრილი სამხედრო მართვით სუნთქვაზეა, მას ოპერაცია უტარდება

ბათუმის სამხედრო ნაწილში დაჭრილ სამხედროს ოპერაცია უტარდება. სამხედრო მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. სამხედროს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.

ბათუმის მედცენტრის ექიმის, გენადი გოლომონიძის, განცხადებით, პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

„აღენიშნება იღლიის მხრის და წინა მხრის არეში ღია ჭრილობები, ნაფლეთი ჭრილობები, მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით. პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპისთვის უტარდება ოპერაცია საოპერაციო განყოფილებაში. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, თუმცა, რა და როგორ და რა სიტუაციაში, არ ვიცით,“ - განაცხადა გენადი გოლომონიძემ.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავად ბათუმის ბაზაზე სამხედროები არ ადასტურებენ. 

უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმში სამხედრო ბაზაზე უნებლიე გასროლა მოხდა. 

ტყვია სამხედრო მაშინ ესროლეს, როდესაც საგუშაგოზე სამორიგეოდ იყო გასული. დაჭრილი ჯარისკაცი საბრძოლო მასალების ბაზას იცავდა.

დღის ამბები