19 აპრილი 2024,   15:32
ვრცლად
"ეს მოსამართლეები რომ დარჩენილიყვნენ, ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ ვერ აღდგებოდა ვერასდროს" - ბექა ნაცვლიშვილი   

„მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ კენჭისყრის შედეგადაც ეს მოსამართლეები გასულიყვნენ,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გააკეთა.

ნაცვლიშვილის თქმით, თუკი ე.წ. სადავო სიაში მყოფი მოსამართლეები უვადოდ განმწესდებოდნენ, სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა ძალიან დაეცემოდა.

„ეს მოსამართლეები რომ დარჩენილიყვნენ და მე ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ კენჭისყრის შედეგადაც ეს მოსამართლეები გასულიყვნენ. ნდობა საზოგადოების სასამართლო ხელისუფლების მიმართ, ვერ აღდგებოდა ვერასდროს,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებს და ამბობს, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი ობიექტურად წარიმართება.

„მესმის, რომ გარკვეულ წრეებს უნდათ, დაინახონ რაღაც საოცრება, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს მოგებული. ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის და ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს წარვმართავთ ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას ეკადრება,“ - აცხადებს სოფო კილაძე. 

 

დღის ამბები