18 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
„სავალალო მდგომარეობაშია, ჩაოხრებულია ყველაფერი, როგორც მიწისქვეშა, ისევე მიწისზედა კომუნიკაციები" - ექსპერტი გია ჭაღაშილი

„სავალალო მდგომარეობაშია, ჩაოხრებულია ყველაფერი, როგორც მიწისქვეშა, ისევე მიწისზედა კომუნიკაციები,“ - ამბობს ექსპერტი გია ჭაღაშვილი.

მისი თქმით,  გაზიფიცირება თბილისის ცენტრალური ნაწილის მოხდა 1959 წლიდან და კაპიტალური რემონტი აღარ ჩატარებულა. ექსპერტის თქმით, როცა შეწყდა გაზმომარაგება, იმ წლებში, როდესაც არ იყო ამ მილებში დატვირთვა, კოროზია განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ აუცილებელია მოსახლების ინფორმირება მოხდეს.

„რა სტანდარტებიც არ უნდა დავიცვათ ,გაზი არის მყისიერად ფეთქებადი, ან არასრული წვის შედეგად შეიძლება, მივიღოთ სავალალო მდგომარეობა, ეს არის საშინელი აირი. აბსოლუტურად ყველაფერში დარღვევა გვაქვს. თვითმმართველობა რადგან ახლოს არის ხელისუფლების შტოდან მოსახლეობასთან და ის არის პასუხისმგებელი კომუნალურ სერვისებთან, უნდა იყოს გაწერილი, როგორ უნდა მოახდინოს მოქალაქის წინასწარი ინფორმირება, როგორ უნდა მოიქცეს, რანაირად უნდა მოხდეს მიერთება, სემეკის პრეროგატივაც კი არ უნდა იყოს ეს,“ - ამბობს გია ჭაღაშვილი.

ჭაღაშვილის თქმით, საჭიროა, პრევენციის მიზნით სადარბაზოებშიც გამოიკრას ინსტრუქციები და სისტემიზაცია უნდა მოხდეს, რათა უსაფრთხოების დაცვა ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურობად იქცეს. 

დღის ამბები