20 აპრილი 2024,   07:19
ვრცლად
არ დამინახავს დალია თუ არა, ვტაცე ხელი და ექთანთან გავაქანე - 4 წლის ბავშვის მოწამვლის შემდეგ ძიძა პირველ განმარტებას აკეთებს

4 წლის გოგონას ინტოქსიკაციის შემდეგ, ბათუმის #31 საბავშვო ბაღის აღმზრდელი პირველ განმარტებებს აკეთებს. ძიძა ამბობს, რომ ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი შემთხვევით დალია. იამზე თავაძე ჰყვება, რომ ის სამზარეულოში სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა რა დროსაც გოგონამ წყალი მოსთხოვა. იამანიძის თქმით, სანამ წყალს აავსებდა ბავშვმა ის ჭურჭელი აიღო, რომელშიც სადეზინფექციო ხსნარი ესხა. ის ვერ აკონკრეტებს რა რაოდენობის სითხე მიიღო ბავშვმა.

„სადეზინფექციო სამუშაოებს ვასრულებდი, თითქმის დასრულებული იყო. შემოვედი ოთახში. სამზარეულოში მივდიოდი, ბავშვმა გამომდია წყლისთვის. ეს გამოყენებული ჭურჭელი ხელში მეჭირა. ონკანთან, რომ მივედი ინსტიქტურად მაგიდაზე დავდე. წყლის ავსებაში  უკვე მიბრუნებულს ბავშვი პირთან ჰქონდა უკვე ეს ჭურჭელი. არაფერი არ დამინახავს. დალია თუ არ დალია არ დამინახავს. შევშინდი. ბავშვს ვტაცე ხელი, ავიყვანე ხელში და გავაქანე პირდაპირ ექთნის კაბინეტში. ბავშვი იყო კონტაქტური. გონება არ დაუკარგავს. მაგრამ შეშინებული იყო ჩემგან ისეთი რეაქცია მქონდა,“-განაცხადა იამზე თავაძემ.

გოგონა ამ დროისთვის მწვავე ინტოქსიკაციით იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმები ცდილობენ დაადგინონ საყლაპავი მილის რომელიც ხარისხის  დამწვრობა აქვს მას მიღებული. მედიკოსების ინფორმაციით არაა გამორიცხული ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები