19 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
კაპანაძემ და მისმა "ბოსებმა" სააკაშვილთან ერთად რუსეთს ჩააბარეს ყველაფერი, მათ შორის ტერიტორიები - ვოლსკი

"ამაზე მეტი სისულელე, რომ რუსეთს არ აწყენინო არის თემა, რომელიც უმრავლესობაში იხილება - მე არ მომისმენია"- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი "ევროპული საქართველოს" მოთხოვნას განმარტოს ხელისუფლებამ, რატომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას.

გია ვოლსკი სერგი კაპანაძეს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომელიც მან ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის რეზოლუციის მიღებასთან დაკავშირებით გააკეთა. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აცხადებს, რომ უმრავლესობამ უნდა განმარტოს, რატომ არ მისცა ხმა რეზოლუციის მიღებას და იყო თუ არა ეს რუსეთისთვის მაამებლური ნაბიჯი.

გია ვოლსკი კი ამბობს, რომ კაპანაძის "ბოსები" და სააკაშვილი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც რუსეთს "ბერი რამ" და მათ შორის ტერიტორიები ჩააბარა. 

"აქ არის საკითხი, რომელიც ეხება ურთიერთობებს, ორმხრივ ურთიერთობებს მოწინააღმდეგე მხარესთან, ეს არის სხვა თემა და არის თემა,რომელიც უკავშირდება სერგი კაპანაძის მმართველობის პერიოდს, თავის ბოსებთან ერთად და სააკაშვილთან ერთად, როდესაც ჩააბარეს ყველაფერი მათ შორის ტერიტორიები და როდესაც დაუშვეს ისეთი შეცდომები, რომელსაც შეცდომები არ ჰქვია და რომელსაც ჰქვია დანაშაული.

ეს ადამიანები დღეს არიან ძალიან აქტიურები როდესაც საქმე ეხება საერთაშორისო პოლიტიკის იმ ნაწილს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობა და მათი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება,“-აცხადებს ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები