20 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
მოსახლეობის ევაკუაცია ვაშლიჯვარში - ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა

გაზის გაჟონვის მორიგი შემთხვევა თბილისში - ვაშლიჯვარში, მე-7ა კორპუსში ამ წუთებში სამაშველო სამსახურის, ყაზტრანსგაზის და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალურმა აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა კორპუსის მეოთხე სართულზე დააფიქსირა.

კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. 

დღის ამბები