24 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
"ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ზონდერებთან ვალშია" - ოპოზიციის აზრით "ოცნება" გეგა გეგეშიძის დაკავებას ვერ გაბედავს

ხელისუფლება საკუთარ ზონდერებთან ვალშია და ამიტომ მათ კანონის არ ეშინიათ - ასე ეხმაურება ოპოზიცია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია,  რომელსაც კორცხელის ინციდენტისას სწორედ გეგეშიძის მეგობრები და ძმა დაესხნენ თავს თვლის, რომ გეგეშიძე იმ დაჯგუფების ხელმძღვანელობს, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის იყენებს. დღეს მელიამ იმ მოჭიდავეებს შორის რომლებიც გეგეშიძის განთავისუფლებას ითხოვდნენ კორცხელის ინციდენტის სხვა თავდამსხმელებიც ამოიცნო.

სწორედ კორცხელში მოძალადე მოჭიდავეების დაუსჯელობა გახდა ოპოზიციის აზრით, იმ ძალადობის სერიის მიზეზი, რომელიც გეგეშიძის გვარს უკავშირდება.

არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ხელისუფლება მყარი მტკიცებულებების მიუხედავად გეგა გეგეშიძის დაკავებას ვერ გაბედავს. პოსტსაც შეუნარჩუნებენ და ორ დღიანი პატიმრობის შემდეგ ხვალ უკვე სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვებენ. 

"ქართულ ოცნებაში" კი გეგეშიძის საქციელის გამო საზოგადოების აღშფოთებას იზიარებს. გეგეშიძეზე საუბრისას გია ვოლსკიმ საკმაოდ მკაცრი ტონი გამოიყენა და თქვა, რომ მოძალადე დაისჯება, თუმცა მმართველი გუნდის დეპუტატი თვლის რომ კორცხელის თავდასხმაში მონაწილეებიც დაისაჯნენ და ამ საკითხზე შეკითხვები პირადად მას არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები