23 აპრილი 2024,   20:15
ვრცლად
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა - პრემიერს ტყუილში ადანაშაულებენ 

ტყუილი თუ შეცდომა - მამუკა ბახტაძის განცხადება ევროკავშირის მიერ 3 მილიარდ 400 მილიონი ევროს გამოყოფაზე რამდენიმე დღეა პოლიტიკური და ეკონომიკური სპეკულაციების საგანია.

არსებობს ეჭვი, რომ პრემიერმა განზრახ ან უნებლიეთ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ჟურნალისტური მოკვლევა ამ თემაზე გაზეთმა "ბათუმელებმა" მას შემდეგ ჩაატარა, რაც ჟურნალისტს პრემიერის განცხადებების სისწორეში ეჭვი შეეპარა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალში, რომელიც მთავრობისა და ქართული ოცნების ვებგვერდებზე დევს, ბათუმის გაზგამტარიც არის შეყვანილი, რომლის ღირებულებაც 115 მილიონი ევროა. თუმცა როგორც ცნობილია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას არა ევროკავშირი, არამედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. შეეშალა თუ შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება პრემიერმა - ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში ბუნდოვან განმარტებებს აკეთებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობის მეთაური სრულიად არაპროფესიონალურად მოიქცა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ პრემიერმა წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა, რომელსაც სფიჩრაითერები ამზადებენ, თავად არ დაუკვირდა რას ამბობდა და საზოგადოებაც შეცდომაში შეიყვანა.

დღის ამბები