24 აპრილი 2024,   13:58
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ხმაურია. დეპუტატები ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე მსჯელობენ. სხდომა განცხადებებით დაიწყო. ურთიერთ ბრალდებები ხმაურში გადაიზარდა.

"ნაციონალური მოძრაობა" ზაზა ოქუაშვილისთვის მანდატის შეჩერების საკითხის გადადებას დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლამდე ითხოვს.

სხდომაზე ასევე აქტიურად განიხილება გასხვისებული ქონებები, ტერმინალის მშენებლობა და დეპუტატის მიერ პირდაპირ ეთერში სასუქის ჭამის საკითხი.

„მე ვილაპარაკე ფაქტებით. ია ვერძაძე, რომელზეც პროფკავშირების თავმჯდომარემ გაასხვისა პროფკავშირების შენობა, მიწის ნაკვეთი და მიწა. არ არის გადასტრუქტურებული ეს დოკუმენტალობა? რა ვთქვი მე რამე შეურაცხმყოფელი? თუ გინდათ, რომ დავმალოთ? მიეცი შენიშვნა შენს კოლეგას,“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა.

დღის ამბები